მეცხოველეობას აფრიკული ჭირი ემუქრება

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის ნოდულარული დერმატიტი ისევე საშიშია, როგორც  ღორებისათვის აფრიკული  ჭირი. დაავადებას ცხოველების სიკვდილიანობის გამო შეუძლია ფერმერებს უდიდესი ზარალი მოუტანოს.   

საერთაშორისო ეპიზოოტიკური ბიუროს (OIE) ინფორმაციის მიხედვით, ცნობილია, რომ დაავადება აქტიურად ვრცელდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუმინეთი, უნგრეთი, ავსტრალია, რუსეთი, სომხეთი და ირანი. მხოლოდ  2016 წლის 15 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, დაფიქსირებულია ნოდულარული დერმატიტის  57 ახალი ზონა რუსეთის რეგიონებში (ჩეჩნეთი, ყალმუხეთი, კრასნოდარის მხარე, ასტრახანი, ვოლგოგრადი, სტავროპოლის მხარე),  ყაზახეთში, აზერბაიჯანში და ბალკანეთის ქვეყნებში.

აღსანიშნავია, რომ ნოდულარული დერმატიტი როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში, ამ ეტაპზე არ არის დაფიქსირებული. თუმცა საყურადღებოა, რომ აღნიშნული  დაავადების  მკურნალობა არ არსებობს.  დაავადების გავრცელების სიჩქარე ერთ დღე-ღამეში შეადგენს 70-100 კმ-ს. დაავადების თავიდან აცილების მიზნით, ანადგურებენ ყველა ინფიცირებულ ცხოველს და იმათ ვისაც მათთან ჰქონდათ კონტაქტი. იმ ქვეყნებში, სადაც უკვე არსებობს ეპიდემია ხოცავენ ათიათასობით პირუტყვს. 2015-2016 წლებში დამოუკიდებლად ვერცერთმა სახელმწიფომ ვერ შეძლო ამ დაავადების შეჩერება.

რაც შეეხება საქართველოს 2014 წლის ბოლოს არსებული რისკებიდან გამომდინარე აზერბაიჯანთან მოსაზღვრე მუნიციპალტეტებში განხორციელდა მსხვილფეხა პირუტყვის ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია, ვაქცინირებული იქნა 46,928 სული მსხვილფეხა პირუტყვი.

2015 წელს რისკის ზონებში განხორციელებული პროფილაქტიკური ვაქცინაციის შედეგად ვაქცინირებული იქნა 168,737 სული მსხვილფეხა პირუტყვი.

2016 წელს ნოდულარული დერმატიტის შემოჭრა/გავრცელების თავიდან აცილების მიზნით აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთის მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებში დაგეგმილია 250,000 სული მსხვილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია  და ამასთანავე გათავლისწინებულია 50,000 დოზა ვაქცინის სარეზერვო ფონდის შექმნა.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ოფისებს ან სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 2 47 47 01

ნოდულარული დერმატიტის შესახებ ზოგადი ინფორმაცია:

ნოდულარული დერმატიტი (Lumpy Skin Disease) ნებისმიერ ასაკის და სქესის მსხვილფეხა პირუტყვის ვირუსული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ცხელებით და კანქვეშა კვანძების (ნოდულები) წარმოქმნით. საქონელს უზიანდება თვალი, სასუნთქი დასაჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსი. ინკუბაციური პერიოდი 2-4 კვირაა, აღენიშნება ტემპერატურის მატება (41° მდე), უქვეითდება მადა, აღენიშნება ცრემლდენა, ცხვირიდან გამონადენი, კანზე წარმოიქმნება კვანძოვანი გამონაყარი, კვანძები განლაგებულია მთელ სხეულზე, განსაკუთრებით ბარზაყებზე, კიდურებზე, კიდურებს შორის, თვალების გარშემო, სახეზე, ცურზე. მძიმე ავადმყოფობის დროს შეიძლება კვანძი განჩდეს პირის საყლაპავის და ცხვირის ღრუების ლორწოვან გარსებზე. ავადმყოფი ცხოველი სწრაფად ხდება, უქვეითდება პროდუქტიულობა, მაკე ცხოველებში შესაძლებელია ადგილი ქონდეს აბორტებს, ბუღები კარგავენ პროდუქტიულობას.

დაავადების გავრცელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მწერები (ვექტორები), რომელთაც დაავადება გადააქვთ მექანიკურად. იშვიათ შემთხევაში დაავადების გადაცემა შეიძლება მოხდეს დაინფიცირებული ნერწყვით დასვრილი წყლისა და საკვებით, ასევე პირდაპირი კონტაქტი შეიძლება ჩაითვალოს დაავადების გადაცემის გზად.

დაავადება მეცხოველეობაში იწვევს დიდ ეკონომიკურ ზარალს, რაც გამოიხატება მსხვილფეხა პირუტყვის სიკვდილიანობით, ცხოველების პროდუქტიულობის დაკარგვით, მსხვილფეხა საქონლისა და მათ პროდუქტებზე ვაჭრობის შეზღუდვა, დაავადების აღმოსაფხვრელად გატარებული სალიკვიდიაციო ღონისძიებები დაკავშირებულია გარკვეულ თანხებთან. პირველადი ეპიდემიის დროს დაავადებულ ცხოველების რაოდენობამ ზოგჯერ შეიძლება მიაღწიოს 50-75 და 100%.

ნოდულარული დერმატიტის დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა მოიცავს კომპლექტურ ღონისძიებებს, როგორიცაა, ცხოველებზე პასიური ზედამხედველობა, საეჭვო შემთხვევაში პათ მასალის გადაგზავნას ლაბორატორიაში, ხოლო დაავადების დადასტურების შემთხვევაში იძულებითი ღონისძიებები (არაკეთილსაიმედო ტერიტორიის კარანტინი, კერის დეზინფექცია და დეზინსექცია, ამთვისებელი ცხოველების იძულებითი ვაქცინაცია). პროფილაქტიკური ღონისძიებები: დაავადების გამოვლინების შესამცირებლად აუცილებელია მსხვილფეხა პირუტყვის პროფილაქტიკური ვაქცინაცია, ასევე შესაძლებელია წლის ცხელ სეზონზე ცხოველების და მათი სადგომების ინსექტოაკარიციდებით დამუშავება.

 

1918

 

მსგავსი

 

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საგრანტო კონკურსი ფერმერებისთვის

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ გაავრცელა ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ.

 

comments powered by Disqus